ევროპარლამენტის არჩევნები

ევროპარლამენტის არჩევნებამდე ევროპის პოპულისტურმა პარტიებმა  მილანში ყრილობა გამართეს

Time Magazine

18 მაისს 11 ევროპული ქვეყნიდან პოპულისტური პარტიის ლიდერებმა ევროპარლამენტის არჩევნებამდე ერთი კვრით ადრე მილანში ყრილობა გამართეს. ღონისძიებას იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი, ულტრამემარჯვენე პარტიის ჩრდილოეთის ლიგის ლიდერი მატეო სალვინი და საფრანგეთის ეროვნული ფრონტის ლიდერი მარინ ლე პენი უძღვებოდა.

მათ სურთ, რომ ერებისა და თავისუფლების ევროპის ჯგუფი ბრიუსელში მესამე უდიდესი პარტია გახდეს.

"აქ, ამ მოედანზე არ არიან ექსტრემისტები, რასისტები ან ფაშისტები," - აღნიშნა სალვინიმ.

შეკრების პარალელურად ასობით ოპონენტი შეიკრიბა ლოზუნგით - "ფაშისტებო, დატოვეთ მილანი".

ავსტრიის თავისუფალი პარტია და ნიდერლანდების თავისუფლების პარტია სალვინის ერთერთი უდიდესი მოკავშირეები არიან. თავისუფლების პარტიის ლიდერიც ხეერტ ვილდერსიც მილანში იმყოფებოდა.

ევროპის პოპულისტურ პარტიებს ევროპაში მიგრაციის საკითხზე უკმაყოფილება აერთაინებთ, თუმცა მათ განსხვავებული შეხედულებები აქვთ ისეთ საკითხებზე, როგორც არის ბიუჯეტის განაწილება და მოსკოვთან ურთიერთობა.

შეკრებაზე არ იმყოფებოდა უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი და მისი პარტია. მან საჯარო მხარდაჭერა გამოუცხადა სალვინის, თუმცა ლე პენთან ალიანსში შესვლა არ ისურვა. ყრილობას ასევე არ დაესწრო პოლონეთის კანონისა და სამართლიანობის პარტიაც.

შეგახსენებთ, რომ სალვინიმ ევროპის ნაციონალისტური პარტიების გაერთიანების სურვილი გასულ წელს გამოთქვა.

"ევროპაში ატმოსფერო იცვლება და ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი... ჩვენ დარწმუნებულები ვართ ავსტრიის (ევროკავშირის) პრეზიდენტობაში," - თქვა სალვინიმ ავსტრიის ვიცე-კანცლერ ჰაინც-კრისტიან შტრახესთან შეხვედრისას.

17 მაისს ავსტრიის ყოფილი ვიცე კანცლერი და ულრტამემარჯვენე თავისუფალი პარტიის წევრი ჰაინც-კრისტიან შტრახეს ფარული ვიდეო ჩანაწერები გავრცელდა, სადაც არჩევნების კამპანიაში პოლიტიკური და ფინანსურ მხარდაჭერის სანაცვლოდ რუსი ოლიგარქის დისშვილს ავსტრიაში ერთერთი უმსხვილესი გაზეთის 50% აქციის შესყიდვას და "კონტრაქტების დადებას" პირდებოდა. ჩანაწერების გავრცელებიდან რამდენიმე საათში ავსტრიის ვიცე კანცლერმა თანამდებობა დატოვა და კანცლერმა კურცმა არჩევნების დანიშნვა მოითხოვა.

თებერვალში იტალიური გაზეთის L’Espresso-ს ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით 2018 წლის ოქტომბერში იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის მატეო სალვინი და მისი თანაშემწის ჯანლუკა სავოინის რუსეთში ვიზიტისას სალვინის ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად გარიგება შესთავაზეს. გამოძიების ინფორმაციით, ჯიანლუკა სავოინისთან გარიგების მიხედვით ფულად დახმარებას ნავთობის ფასზე რუსეთის სახელმწიფო ფირმასთან გარიგებით მიიღებდნენ.

იტალიის ამჟამინდელი სამთავრობო კოალიციის წევრი ორივე პარტია, "ჩრდილოეთის ლიგა" და "5 ვარსკვლავის მოძრაობა" რუსეთთან დაახლოების და სანქციების გადახედვის მომხრეა.

 

კომენტარები