საპარლამენტო არჩევნები 2020

ბესელია: არ მჯერა, რომ ამ არასწორი მართვის ფონზე "ოცნება" საპარლამენტო არჩევნებს მოიგებს

ეს საპირისპირო მოქმედებები, რომლებიც გამოიხატა, პირველ რიგში, სამართლიანობის კუთხით სრულიად გაუგებარი, არასწორი გადაწყვეტილებების მიღებაში და ეკონომიკური კუთხით, რომ უმძიმესი სოციალური ფონია და ძალიან ბევრი გაჭირვებული ადამიანი გვყავს. ეს იწვევს ამ კრიტიკულ განწყობებს. 

მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ვისაც ელემენტარულად ესმის, რა არის პოლიტიკური პროცესი ამ უკმაყოფილების და არასწორი მართვის მოდელის ფონზე მესამე არჩევნები მოიგოს მმართველმა პარტიამ, ვგულისხმობ საპარლამენტო არჩევნებს. მე მგონია, რომ ცვლილებების დროა. 

თავად თქვა ბიძინა ივანიშვილმა, რომ აი, ამ სამართლიანობის განსჯის პროცესში იმ მხარეს დადგა, სადაც ამართლებს იმას, რაზეც საზოგადოებამ თქვა, რომ ეს ცუდია, ეს წარსულია და უარი უთხრა საზოგადოებამ ამას. მე მგონი, ეს ერთერთი ყველაზე მძიმე მომენტი და ფაქტორია ნეგატიური განწყობების. სამწუხაროდ, მან ეს გზა აირჩია

ქართული ოცნებიდან წასული ეკა ბესელია ფიქრობს, რომ 2020 წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდი ვერ გაიმარჯვებს

კომენტარები