საარსებო მინიმუმი

საქსტატი: ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი თვეში 368.8 ლარია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა გამოიანგარიშა საარსებო მინიმუმი 2019 წლის აპრილის თვისთვის.

საქსტატის მონაცემებით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი თვეში 185 ლარია. წინა თვესთან შედარებით, ეს მონაცემი 3.8 ლარით გაიზარდა.

ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი საქსტატის მიხედვით 262.2 ლარია, სამსულიანის 295, ოთხსულიანის კი 327.8 ლარი.

ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი აპრილისთვის განსაზღვრულია 368.8 ლარით, ექვსსულიანის და მეტის კი 436-ით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური განმარტავს:

"2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად. 2004 წლამდე საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლების გაანგარიშებას ახორციელებდა სხვა მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. აღნიშნული მეთოდოლოგიური ცვლილებით აიხსნება 2004 წლამდე და 2004 წლის შემდგომი პერიოდისათვის გაანგარიშებულ მონაცემებს შორის სხვაობა."

კომენტარები