თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, მშენებარე კორპუსის მაღალი სართულიდან მუშა გადმოვარდა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, უბედური შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტკრიმინალისტები, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.