ქართული ოცნების ლობისტები

კალაძე ოპოზიციის წინააღმდეგ ლობისტებზე: შეიძლება რაღაც სიცრუესთან იყოს საქმე

თბილისის მერია

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი და თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ ოპოზიციის წინააღმდეგ მმართველის პარტიის მიერ ლობისტებისთვის შეკვეთილი შავი პიარის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

"ვერ გეტყვით, მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ის, რომ გიგი წერეთელი პრეზიდენტია, ცუდი რა არის ამაში? მე მგონია პირიქით, ეს ძალიან კარგია და არ მგონია, სიმართლე იყოს. შეიძლება რაღაც სიცრუესთან იყოს საქმე", - ამბობს კახა კალაძე.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მათ მიაწოდეს მიმოწერა, სადაც ჩანს როგორ უკვეთავს ქართული ოცნება ოპოზიციის წინააღმდეგ შავ პიარს ლობისტებს. R2 ამბობს, რომ მასშტაბური მიმოწერა 600 დოკუმენტისგან შედგება და ტელევიზიაში მას ეტაპობრივად შიფრავენ. პირველი მიმოწერა, რომელიც დღეს გასაჯაროვდა, ევროპული საქართველოს წევრ გიგი წერეთელს ეხება. R2 ამბობს, რომ მმართველი გუნდი და მისი ლობისტები 2016 წელს მის წინააღმდეგ საერთაშორისო მასშტაბის კამპანიას გეგმავდნენ, რათა წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არ აერჩიათ.

კომენტარები