საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

უხვი ნალექის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 90-მდე შეტყობინება შევიდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში თბილისში უხვი ნალექის შედეგად დატბორვის გამო 90-მდე შეტყობინება შევიდა.

შეტყობინებების უმეტესობა, ძირითადად, დიღმის მასივის, დიდუბე-ჩუღურეთისა და გლდანი-ნაძალადევის რაიონებიდან დაფიქსირდა. ძლიერი წვიმის შედეგად, დაიტბორა საცხოვრებელი სახლებისა და კორპუსების ეზოები, სადარბაზოები, 
სარდაფები და პირველი სართულები. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. მათ ინფორმაციით ამ დროისთვის, თბილისის ყველა უბანში ვითარება სტაბილურია.

კომენტარები