თეა წულუკიანი

წულუკიანი მაჩალიკაშვილზე: მადლობა სუს-ის თანამშრომლებს, ვინც პრაქტიკულად აღკვეთეს დანაშაული

მე საქმის მასალებს არ ვიცნობ. მე ვიცნობ მხოლოდ ჩანაწერს, როგორც ყველანი. არც იმ ენას არ ვფლობ, რომელიც სხვათაშორის ძალიან ლამაზია. პირველ მოვუსმინე ასე ვრცლად, თარგმანი ვნახე მხოლოდ. ვიცნობ მხოლოდ ზეპირ განცხადებებს, ორი მხარე რასაც ამბობს. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა სუს-ის თანამშრომლებს, ვინც პრაქტიკულად ეს დანაშაული აღკვეთეს… კვალიფიკაციას რაც შეეხება, იყო ეს შურისძიების მოტივით ჩადენილი ან მომზადება დანაშაულის შურისძიების მიზნით, ჯდება ეს ტერორიზმის შესაბამის მუხლებში, ეს მე არ ვიცი და არ უნდა ვიცოდე. იმიტომ რომ ეს საქმის მასალებიდან არის გამომდინარე. რომც იყოს საწყისი კვალიფიკაცია მხოლოდ იმ მტკიცებულებებიდან გამომდინარე რაც სუს-ს დღეს ხელთ აქვს, თუ ახალი მტკიცებულებები გაჩნდება, შეიძლება ან კვალიფიკაცია შეიცვალოს ან დარჩეს იგივე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მაჩალიკაშვილის საქმეზე აღნიშნული განცხადება 11 მაისს იმედზე ქრონიკის პირდაპირ ეთერში გააკეთა. იუსტიციის მინისტრი მადლობას უხდის სუს-ის თანამშრომლებს. ის თვლის, რომ სუს-მა, პრაქტიკულად, აღკვეთა დანაშაული.

კომენტარები