შსს

შსს-მ გარდაბანში 45 გრ-მდე ჰეროინი ამოიღო, დაკავებულია 1997 წელს დაბადებული პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყების ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1997 წელს დაბადებული თ. ა. დააკავეს. 

შსს-ის ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 45 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი" ამოიღეს. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები