მალხაზ მაჩალიკაშვილი

მაჩალიკაშვილი სარალიძეზე: დაღლა შევამჩნიე მაგ კაცს, მისი შვილი სახელმწიფოს არ მოუკლავს

ზაზა სარალიძე ორ თვეზე მეტია არ არის იმ აქციებზე, მიზეზს ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ ეს მისი პირადი საქმეა. ერთი შემიძლია გითხრათ, მე ჩამოვედი ზაზას გვერდში დასადგომად, იმ კაცში ვიგრძენი ის სიმწარე, რასაც ვგრძნობში ჩემში და იმ ადამიანის გვერდში ვიქნები, ამას წლები რომ დასჭირდეს. ჩემსა და ზაზას შორის არანაირი განხეთქილება არ ყოფილა, არანაირი მითქმა-მოთქმა არ ყოფილა, როგორც ავრცელებენ, ერთი საწყენი სიტყვა არ გვითქვამს ერთმანეთისთვის, უბრალოდ მე მაგ კაცს დაღლა შევამჩნიე, ალბათ დაიღალა, მეორე - მისი შვილი სახელმწიფოს არ მოუკლავს, მე შვილი სახელმწიფომ მომიკლა.

თქვა მალხაზ მაჩალიკაშვილმა პალიტრანიუსის გადაცემაში "360 გრადუსი".

კომენტარები