იმასაც იძახიან ჩემზე, პოლიტიკაში მოსასვლელად, თანამდებობაზე მოსასვლელად იბრძვისო. დამღალეს ამ ორი წლის განმავლობაში. მე მართლა ჯოჯოხეთს გავდივარ. მე სამართალს ვეძებ, მე იმას ვთხოვ სახელმწიფოს, დასაჯეთ ჩემი შვილის მკვლელი. მაგათ რომ დაესაჯათ, არსად არ მომიწევდა წასვლა, არსად შეხვედრა არ მომიწევდა, მაგრამ ეს არ იქნა და აქედან გამომდინარე, მიწევს ყველგან წასვლა და შეხვედრა. რამდენიმემ დამისვა ეს შეკითხვა, პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით. ჩემთვის იმდენად შორია ეს სიტყვა... მაგრამ თუ დასჭირდა ამ ბავშვის სიმართლის დასადგენად, მე მაქვს ნათქვამი, რომ ჯოჯოხეთშიც კი წავალ, არათუ პოლიტიკაში. ეს ყველამ კარგად იცოდეს, ამ ბავშვის კითხვებს პასუხი გაეცემა, ეს ქართულ ოცნებას უნდა თუ არა.
მალხაზ მაჩალიკაშვილი
მაჩალიკაშვილი: პოლიტიკა ჩემგან შორსაა, მაგრამ სიმართლის დასადგენად ჯოჯოხეთშიც წავალ
tbl.ge/4h6m
დაკოპირდა

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ტვ პირველის ეთერში. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რადგან მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, პოლიტიკაში წასვლას ხომ არ აპირებს.
ამავე თემაზე
- მაჩალიკაშვილი: ხალხის თხოვნის შემდეგ ვიფიქრე, პარლამენტში უნდა ვიყო, თუმცა არ გადამიწყვეტია
- თალაკვაძე მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას არ განიხილავს
- ჩუგოშვილი მაჩალიკაშვილზე: თალაკვაძეს არ შეუძლია, არ შეუშვას ადამიანი, ვინც არ მოსწონს
- მდინარაძე: პროვოკაციის რისკის გამო თალაკვაძეს შეუძლია მაჩალიკაშვილი პარლამენტში არ შეუშვას
- ვოლსკი: ამ პერიოდში მაჩალიკაშვილი არათუ პარლამენტში, სხვა დაწესებულებებშიც არ უნდა დაუშვან