ნორვეგია

ნორვეგიის ჯანდაცვის მინისტრი: მიეცით ადამიანებს უფლება დალიონ, მოწიონ და ჭამონ რამდენიც სურთ

ნორვეგიის ჯანდაცვის მინისტრის სილვი ლისტხეუგის თქმით, ადამიანებს აქვთ უფლება დალიონ, მოწიონ და ჭამონ იმდენი, რამდენიც სურთ. ამის შესახებ BBC წერს. 

მინისტრის კომენტარი ადგილობრივმა მედიებმა გაავრცელეს. 

"მე არ ვაპირებ მორალი ვუკითხო ადამიანებს, თუ როგორ უნდა იცხოვრონ. მე ვაპირებ ადამიანებს მივაწოდო ამომწურავი ინფორმაცია, რათა მათ არჩევანი გააკეთონ. მე ვგულისხმობ, რომ ადამიანებს აქვთ უფლება მოწიონ, დალიონ და ჭამონ იმდენი ხორცი, რამდენის ჭამაც სურთ. მთავრობა მოხარული იქნება მათ ინფორმაცია მიაწოდონ. დანარჩენი მათი გადასაწყვეტია. ვფიქრობ, ადამიანებმა იციან რა არის მათთვის სასარგებლო და რა არა",- აღნიშნა მინისტრმა. 

მისივე თქმით ის "სოციალური მწეველია" და თვლის რომ მწეველების გარიყვა არასწორია. 

"ბევრი მწეველი თავს გარიყულად გრძნობს. ეს სისულელეა. მოწევა არ არის კარგი და ყველამ იცის რომ მავნებელია თუმცა, ზრდასრულებმა თავად უნდა გადაწყვიტონ"- ამბობს ის. 

სილვი ლისტხეუგი მემარჯვენე "პროგრესული პარტიის" წევრია. მანამდე ის იუსტიციის მინისტრი იყო. 

კომენტარები