ეს იდეა ჩვენი არ ყოფილა, ეს იყო პირველ რიგში პრემიერის ინიციატივა საკანონმდებლო დონეზე, თუმცა, მე რამდენადაც ვიცი, პრემიერს სთხოვა საპატრიარქომ, უწმინდესმა და უნეტარესმა. ჩვენ ამაზე არ გვიფიქრია, როდესაც შემოვიდა ეს ინიცატივა ჩვენ მას მხარი დავუჭირეთ.
საქართველოს პარლამენტი
კილაძე წილხვედრობის დღეზე: ეს იყო პრემიერის ინიციატივა, მას უწმინდესმა და უნეტარესმა სთხოვა
tbl.ge/3o8x
დაკოპირდა

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი სოფო კილაძე ტვ პირველის ეთერში. დღეს, 8 მაისს, რიგგარეშე სხდომაზე, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, 12 მაისი ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე იქნება. 12 მაისი, რომელიც ისედაც უქმე იყო (ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე), საკანონმდებლო ორგანომ დასვენების დღედ გამოაცხადა. ცვლილებას მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ არავინ წასულა.
ამავე თემაზე
- საპარლამენტო დელეგაცია პაპ ლეო XIV-ს და კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვდა - პრესსამსახური
- კობახიძის მოსმენაზე, 26 ნოემბერს, პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- კობახიძის მოხსენების გამო, 27 ივნისს პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- სხდომაზე პაპუაშვილი მოხსენებით წარსდგება, ონლაინ მედიას პარლამენტში ისევ არ შეუშვებენ
- პაპუაშვილი, მახაშვილი და სამხარაძე უნგრეთში ვიზიტით გაემგზავრნენ




