ყვითელი ავტობუსები

დიღმის მასივში ყვითელ ავტობუსს ძლიერი დაკვამლიანება გაუჩნდა [VIDEO]

როი შენგელია

თბილისში, დიღმის მასივში ყვითელ ავტობუსს ძლიერი დაკვამლიანება გაუჩნდა. 

ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას სატრანსპორტო კომპანიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, დაკვამლიანება, სავარაუდოდ, სადენების გადახურებამ გამოიწვია. მათივე ინფორმაციით, ავტობუსი ხაზიდან მოიხსნა და ის შესაბამის სერვის ცენტრში გადაიტანეს, მის ნაცვლად კი ხაზზე სათადარიგო ავტობუსი გამოვიდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

კომენტარები