ბრიტანეთის სამეფო ოჯახი

"ჩემი ძმა ძილნაკლულთა საზოგადოების წევრი გახდა" - პრინცმა უილიამმა ჰარის მამობა მიულოცა

კემბრიჯის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ, უილიამმა და და ქეითმა, მეგან მარკლის და პრინც ჰარის შვილის გაჩენა საჯაროდ მიულოცეს. 

"აღტაცებული ვარ, მე მათ ვნახავ რამდენიმე დღეში, როცა ყველაფერი მიწყნარდება. მიხარია რომ ჩემი ძმა იმ ძილნაკლულთა საზოგადოების წევრი გახდა, რომელსაც მშობლობა ჰქვია. ვფიქრობ ეს ძალიან სახალისო იქნება",- თქვა პრინცმა უილიამმა ჟურნალისტებთან. 

კითხვაზე აპირებს თუ არა ის ძმას მამობაზე რჩევები მისცეს, უილიამი ამბობს რომ ბევრი რჩევა აქვს, თუმცა მიცემას არ აპირებს და მშობლებს უსურვებს ახალშობილის ყოფნით ისიამოვნონ

კემბრიჯის ჰერცოგინიამ აღნიშნა, რომ პირველი დღეები საკმაოდ რთულია და წყვილს წარმატებები უსურვა. ქეითის თქმით, ის მოუთმენლად ელის გაიგოს ბავშვის სახელი. 

6 მაისს სასექსის ჰერცოგიანიას, მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ბიჭი შეეძინათ. მის სახელს წყვილი დღეს გაასაჯაროვებს და მსოფლიოს წარუდგენს.

კომენტარები