მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმე

ბოკერია: თუ ჩანაწერი ავთენტურია, სურათი მძიმეა და მთავრობამ ნაბიჯი უნდა გადადგას

პირველ რიგში, ეს ჩანაწერი [მაჩალიკაშვილზე] და ეს განვითარება არ ხსნის იმ კითხვებს, რომელიც არსებობს თავდაპირველ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, რომელსაც ფატალური შემთხვევა მოყვა. თუმცა, თუ ეს ჩანაწერი ავთენტურია და ფაბრიკაცია არ არის, ძალიან მძიმე სურათია და მთავრობამ შესაბამისი ნაბიჯი უნდა გადადგას.

ზოგადად, ფონი ხელისუფლების მიმართ ნდობის თვალსაზრისით არის მძიმე. ამიტომ ვაკეთებ ამ პრინციპულ დათქმას - რაც მოვისმინეთ, ეს თუ ავთენტურია, ეს არის სერიოზული და მძიმე სურათი და ამას უნდა მოყვეს კონკრეტული ნაბიჯები.

გიგა ბოკერია მაჩალიკაშვილის საქმეს ეხმიანება

კომენტარები