რუსთავი ორის საქმე

ცქიტიშვილი: რუსთავი 2-ის აზრის გამოხატვა სცდება ყოველგვარ ეთიკურ, მორალურ და ზნეობრივ ნორმებს

ტაბულა

ინფრაქტრუქტურის მინისტრის თქმით, ტელეკომპანია რუსთავი ორის აზრის გამოხატვა მორალურ და ეთიკუს ნორმებს სცდება. მინისტრი ტელეკომპანიის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ "რუსთავი ორზე" არანაირი შეტევა არ მიმდინარეობს და არხი ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს.

"შევაფასებ როგორც მორიგ სცენარს "რუსთავი 2"-ისგან რომ წარმოაჩინოს, რომ თითქოს რაღაც შეტევას აქვს ადგილი, მაშინ, როდესაც მშვენივრად ვხედავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსთავი 2 არაერთხელ აანონსებს რაღაც შეტევას "რუსთავი 2"-ზე, მაგრამ ამავე პერიოდის განმავლობაში „რუსთავს“ აქვს შეუზღუდავი საშუალება გამოხატოს საკუთარი აზრი და მეტსაც გეტყვით, რომ მისი აზრის გამოხატვა სცდება ყოველგვარ ეთიკურ, მორალურ და ზნეობრივ ნორმებს. მათ შორის, ლანძღვა და გინება პირდაპირი ეთერიდან. ასე, რომ ალბათ, ყველანი ვრწმუნდებით იმაზე, რომ "რუსთავი 2"-ზე არანაირი შეტევა არ მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, და ეს არის კვლავ მორიგი მცდელობა "რუსთავი 2"-ის მხრიდან შეცდომაში შეიყვანოს როგორც ჩვენი მოქალაქეები, ასევე საერთაშორისო საზოგადოება," - ამბობს ცქიტიშვილი.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გუშინ საგანგებო ბრიფინგზე ტელეკომპანიის ერთ-ერთი მეწილის მიერ მისი და სხვა მეწილეების წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ "ქართული ოცნების" ახალი გეგმაა. ტელეკომპანიის 10 პროცენტის მფლობელი ნინო ნიჟარაძე დანარჩენი მეწილეებისგან ითხოვს კომპენსაციას დაგროვილი გადასახადების, ჯამში 26 მილიონს ლარს. გვარამიას თქმით, ამ სარჩელის მთავარი მიზანი ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა და მისი ინფორმაციით მთავარი მოთხოვნა, რასაც მოსარჩელე მხარე წამოაყენებს მისი უფლებამოსილების შეჩერება იქნება

კომენტარები