რუსთავი ორის საქმე

ქიბარ ხალვაში დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს დღეს, 29 ივლისს შეხვდება

ქიბარ ხალვაში ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ დამფუძნებლებს დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს დღეს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს რუსთავი 2-ის ახალმა დირეტორმა პაატა სალიამ დაუდასტურა. სალია შეხვედრის სხვა დეტალებზე არ საუბრობს. 

შეგახსენებთ, რომ 18 ივლისის გადაწყვეტილებით, ევროსასამართლომ რუსთავი ორის საქმეზე დარღვევა არ დაადგინა. იმავე დღეს, საჯარო რეესტრმა რუსთავი ორის წილები ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა. ასევე, ახალი მფლობელის მოთხოვნით არხის გენერალური დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად, ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა. 

ქიბარ ხალვაშმა ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ თქვა, რომ მან დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის სახელითაც გაიმარჯვა. მისივე თქმით, მაქსიმალურად გაითვალისწინებს რუსთავი ორის დამფუძნებლების ინტერესებს. 

დვალი და აქიმიძე კი ამბობენ, რომ რუსთავი 2 მათ ეკუთვნით.

"ჩვენ ვთვლით, რომ ეს ტელევიზია უხეშად წაგვართვეს და ჩვენ გვინდა, ხელისუფლებამ, რომელიც მობრძანდა დაპირებით, რომ სამართალს აღადგენდა, ნება იბოძოს და დადოს დასკვნა თემაზე, ეს ტელევიზია სამართლიანად წაიღეს ჩვენგან თუ არა."

კომენტარები