Game of thrones

HBO: ლატეს გამოჩენა სერიაში შეცდომა იყო, დენერისს ჩაი ჰქონდა შეკვეთილი

Game of Thrones-ის მაყურებლებმა შენიშნეს, რომ ბოლო სერიის "The Last of The Starks"-ის ერთ-ერთ სცენაში დენერის ტარგარიენს წინ მაგიდაზე სტარბაქსის ყავა უდევს.

ამ ფაქტს HBO განცხადებით გამოეხმაურა.

"ლატე, რომელიც სერიალში გამოჩნდა შეცდომა იყო, დენერისს მცენარეული ჩაი ჰქონდა შეკვეთილი", - დაწერა HBO-მ.

სტარბაქსის ყავის სერიაში გამოჩენისთვის ბოდიში მოიხადა სერიალის აღმასრულებელმა პროდიუსერმა, ბერნი კოლფილდმა.

"ჩვენ ვწუხვართ. ვესტეროსი იყო პირველი ადგილი, სადაც სტარბაქსი არსებობდა. თუ ეს არის ყველა ცუდი შეცდომა, რაც მაყურებლებმა იპოვეს, მაშინ კარგ ფორმაში ვართ", - თქვა ბერნი კოლფილდმა.

Game of Thrones-ის შემდეგი სერია 12 მაისს გამოვა და მისი ხანგრძლივობა 80 წუთი იქნება.

კომენტარები