9 მაისი

სუს-მა "უკვდავთა პოლკს" აკრძალული საბჭოთა სიმბოლოების გამოყენებაზე გაფრთხილება გაუგზავნა

JAMnews/დავით თაბაგარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტაბულას დაუდასტურეს, რომ "უკვდავთა პოლკს" და სხვა ორგანიზაციებს კანონით აკრძალული საბჭოთა კომუნისტური და ტოტალიტარული სიმბოლოების გამოყენების თაობაზე ოფიციალური გაფრთხილება გაეგზავნათ.

შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია "ევრაზიული ინსტიტუტის" დამფუძნებელი, გულბაათ რცხილაძე 9 მაისს ჭავჭავაძის გამზირზე, კუს ტბიდან ვაკის პარკამდე, მსვლელობას გეგმავს

რციხლაძე ფეისბუქზე წერს, რომ მსვლელობა "საქართველოს უკვდავი ჯარის" ფორმატით მოხდება, რომელიც რუსული "უკვდავი პოლკის" ანალოგია.

როგორც წესი, მსვლელობის მონაწილეებს ხელში ომში დაღუპული ახლობლების ფოტოები უჭირავთ. მასში მონაწილეობა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსაც მიუღია.

მითების დეტექტორის კვლევით:

"ევრაზიული ინსტიტუტი 2009 წლის 22 სექტემბერს გულბაათ რცხილაძემ და გიორგი ვეკუამ დაარსეს. damoukidebloba. com-ის კვლევის მიხედვით, „ევრაზიული ინსტიტუტის“ ერთ-ერთი პარტნიორი რუსული ორგანიზაცია „ლევ გუმილევის ცენტრია“, რომელიც „ევრაზიული ცენტრის“ მიერ მოსკოვში 2011 წელს დაფუძნდა. ცენტრი ეთნოკონფლიქტების გადაჭრის გზად „ევრაზიანიზმის“ იდეის პოპულარიზაციას ასახელებს. „ევრაზიის ინსტიტუტს“ შეუერთდა პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული, რომელიც სასჯელს 2010 წელს ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ და „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ წევრებთან ერთად შეჭრის და ექსტრემისტული ქმედებების გამო იხდიდა.

ევრაზიულ ინსტიტუტთან არის ასევე დაკავშირებული ევრაზიული არჩევანი, რომლის დამფუძნებლები და გამგეობის წევრები არჩილ ჭყოიძე, მაია ხინჩაგაშვილი და ბორის მანჟუკოვი არიან. მათგან ერთ-ერთი – ბორის მანჟუკოვი, damoukidebloba.com-ისკვლევის მიხედვით, რუსული ტელეარხის „მირის“ საქართველოს ბიუროს ხელმძღვანელია. ორგანიზაცია 2013 წლის 30 მაისს არის რეგისტრირებული. 

არჩილ ჭყოიძე ამავდროულად არის ერეკლე მეორის საზოგადოების ხემძღვანელი, რომელიც 2008 წლის 31 დეკემბერს დაფუძნდა. ორგანიზაციის ძირითადი მიზანი საქართველოში რუსეთის კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაცია და რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაა".

კომენტარები