ბრიტანეთის სამეფო ოჯახი

მეგან მარკლი სამშობიაროში გადაიყვანეს

მეგან მარკლი

სასექსის ჰერცოგინია და პრინც ჰარის ცოლი, მეგან მარკლი სამშობიაროში გადაიყვანეს - ამის შესახებ CNN-ს ბუკინგემის სასახლეში უთხრეს.

მეგან მარკლისა და პრინც ჰარის პირველი შვილი ეყოლებათ.

წყვილმა 2018 წლის 19 მაისს უინძორის სასახლეში იქორწინა. მათი პირველი შვილი დედოფალი ელიზაბეტისთვის მეშვიდე შვილთაშვილი იქნება.

კომენტარები