კრიმინალი

თელავის სოფელ იყალთოში ბენზინგასამართ სადგურზე მომუშავე კაცს ესროლეს, ის დაიღუპა

ინტერპრესნიუსი

თელავის სოფელ იყალთოში, ბენზინგასამართ სადგურზე მომუშავე კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ინტერპრესნიუსის ცნობით, ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

შსს-ის ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. უწყებისვე ცნობით, ბრალდებულის ვინაობა დადგენილია. 

კომენტარები