ნარკოდანაშაული

შსს-მ აჭარაში 422 აბი ნარკოტიკი ამოიღო და ორი ადამიანი დააკავა

police.ge

შსს-მ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული 
საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ორი ადამიანი - 1977 წელს 
და 1991 წელს დაბადებული პირები დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, ერთერთი დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 322 აბი ექსტაზი, 12 
გრამამდე კოკაინი და 9 გრამამდე ჰეროინი ამოიღეს. მეორე პირის ჩხრეკისას კი - 100 აბი მეტადონი. 

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 

კომენტარები