საპენსიო რეფორმა

დავით ბაქრაძემ და ევროპული საქართველოს სხვა წევრებმა დაგროვებითი საპენსიო სისტემა დატოვეს

ევროპული საქართველოს დეპუტატებმა დავით ბაქრაძემ , თენგო გუნავამ და ლაშა დამენიამ დაგროვებითი საპენსიო სისტემა დატოვეს. სისტემიდან გასვლის შესახებ მათ განცხადება დღეს სააგენტოში დაწერეს. დავით ბაქრაძის თქმით, ეს არ არის იმ ტიპის საპენსიო რეფორმა რომელიც ხალხს დაეხმარება. 

"ერთერთი მთავარი ხარვეზი, რაც გააჩნია არსებულ მოდელს არის მისი იძულებითი ხასიათი, ადამიანებს არ აქვთ არჩევანი, მათ არ შეუძლიათ აარჩიონ თუ სად დააბანდონ საკუთარი ფული, არ შეუძლიათ აარჩიონ რა მოცულობის შენატანი შეიტანონ. ამიტომ, ჩვენ ასე დემონსტრაციულად გავდივარ ამ სქემიდან, რომ საზოგადოებამ, ჩვენმა მოსახლეობამ ის მაინც გაიგოს, რომ მათ აქვთ მინიმალური თავისუფლება იმისა, რომ ვისაც არ სულს საპენსიო სქემაში მონაწილეობა, შეიძლება დატოვონ ის.რაც შეეხება სხვა უფრო სიღრმისეულ მიზეზებს, მიგვაჩნია რომ ეს საპენსიო სქემა არ შეესაბამება ჩვენი მოსახლეობის ინტერესებს, ვინაიდან პრაქტიკულად ყოველგვარი გეგმის გარეშე ხდება მოსახლეობისგან აკრეფილი ფულის განთავსება კომერციული ბანკების ანგარიშზე. ანუ მთავრობამ მოძებნა გზა ხალხის ხარჯზე მოაგროვოს იაფი ფული. რასაც ხელისუფლება და ივანიშვილის ხალხს პირდებოდა მთავრობამ მოძებნა გზა, რომ პირიქით ხალხის ხარჯზე მოაგროვოს და შექმნას გრძელვადიანი იაფი ფული. ეს არ არის ის საპენსიო რეფორმა რომელიც დაეხმარება ჩვენს გაჭირვებულ მოსახლეობას," - ამბობს ბაქრაძე.

კომენტარები