Game of thrones

ფანების აღმოჩენა - არიას ღამის მეფისკენ გზა შესაძლოა ჯონ სნოუმ გაუხსნა

ღამის მეფის არია სტარკის მიერ მოკვლა ბევრისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა - მათ შორის არიას როლის შემსრულებლისთვის, როდესაც სცენარს გაეცნო. ზოგი თვლიდა, რომ ღამის მეფე ჯონ სნოუს უნდა გაენადგურებინა, ამ დროს კი სნოუს როლი ამ პროცესში უმნიშვნელო აღმოჩნდა.

თუმცა, სერიალის ფანებმა ბოლო ეპიზოდის ანალიზისას აღმოაჩინეს, რომ ღამის მეფის განადგურებაში ჯონ სნოუს როლი შესაძლოა არც ისე უმნიშვნელო იყო, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა.

სცენაში, რომელშიც ჯონი ყინულის დრაკონს უყვირის, მუსიკის ფონზე ისმის შეძახილი - GO! შესაბამისად, ვარაუდობენ, რომ ჯონი სწორედ არიას მიმართავდა და დრაკონის ყურადღებას იპყრობდა, რომ მისთვის გზა გაეხსნა ღამის მეფისკენ. არია ამ სცენიდან სულ რამდენიმე წამში ჩნდება ღამის მეფესთან.

კომენტარები