სტატისტიკის ეროვნული სამსახური მარტის ეკონომიკური ზრდის პირველად მონაცემებს აქვეყნებს. 2019 წლის მესამე თვეში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 6%-ით გაიზარდა.
თებერვალში ანალოგიური მაჩვენებელი 4.6%-ს შეადგენდა, იანვარში კი 3.5%-ს. შესაბამისად, წლის პირველი კვარტლის საშუალო ზრდა 4.7% იყო.
მარტში ეკონომიკის ყველა სექტორი გაიზარდა მშენებლობის გარდა, სადაც კლება შეინიშნებოდა.





