ავტოავარია

ორთაჭალაში ავტოავარიის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა

flickr

ორთაჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავტოავარია გუშინ საღამოს მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე - საავადმყოფოში. გარდა ამისა, დაშავებულია ორი ადამიანი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები