„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ბუნებრივი მოკავშირეები არიან და თუ ერთმანეთში რამე უთანხმოება აქვთ, ამან დიდი გავლენა ან რაიმე სკანდალური ცვლილება არ უნდა გამოიწვიოს. იქ ხანდახან რაღაც გაუგებრობებია, რომელიც გარეთ გამოდის, მაგრამ ამ ორივე პარტიის არსი ძირითადად ერთი და იგივეა, დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ და დანაშაულებები, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა. ასე რომ, აქ ცოტა წაკინკლავება არაფერს განაპირობებს. ქართული ოცნების წარმომადგენლები არის ხალხი, რომელსაც გული შესტკივა, პატრიოტული განწყობების არიან და რაც მთავარია, პროფესიონალური მონაცემები გაცილებით უფრო მაღალი აქვთ, ვიდრე ოპონენტებს.
ქართული ოცნება
ვოლსკი: ოცნების წევრებს პროფესიონალური მონაცემები გაცილებით მაღალი აქვთ, ვიდრე ოპონენტებს
tbl.ge/3n8m
დაკოპირდა

პარლამენტის ვიცე სპიკერი გია ვოლსკი ენმსა და ევროპული საქართველოს შესახებ საუბრობს. ევროპული საქართველოს წევრმა, აკაკი ბობოხიძემ ენმ საარჩევნო შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. ვოლსკის ამ კომნნეტარს პირველი არხი ავრცელებს.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




