საკუთრების უფლება

მაჭავარიანი: დარწმუნებული ვარ, საკუთრების უფლება, ისე არასდროს ყოფილა დაცული, როგორც ახლა

საკუთრების უფლება დარწმუნებული ვარ, რომ ასე არასდროს ყოფილა დაცული, როგორც ახლა. არა მგონია, რომ სასამართლოს რეფორმა და მასთან დაკავშირებული ბოლო დროინდელი თემები უკავშირდებოდეს უსათუოდ საკუთრების უფლებას ან ეკონომიკურ თემებს. სად ვხედავ მე პრობლემებს გეტყვით. ჩვენთან, სასამართლო როგორც სერვისმომწოდებელი მოსახლეობისთვის შედარებით ნელია და ვხედავ, რომ არის საქმეები, რომლებიც დროში იწელება. ამას თავის ახსნაც აქვს. მე მგონია, რომ ჩვენ უბრალოდ, გაცილებით მეტი მოსამართლე გვჭირდება, ვიდრე გვყავს. ეს იწვევს რომ საქმეებს ვერ აუდიან. სხვა ნაწილი, რაც იყო პოლიტიკური, რეპუტაციული და ასე შემდეგ, ამაზე ბევრი თქმულა. რომ გითხრათ მე ამ საკითხში ყველაზე გარკვეული ექსპერტი ვარ, მოგატყუებთ. ზოგადად, ის ვიცი რომ სამწუხაროდ, საქმეები იწელება და ეს არის მოსაგვარებელი. ამ მიმართულებით უფრო მეტი დინამიზმი გადამწყვეტია

ამბობს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი პალოტრანიუსის გადაცემაში 360 გრადუსი.

კომენტარები