საკუთრების უფლება

დოლიძე: უცხოელები და ქართველები საკუთრების უფლებასთან მიმართებით თანაბარუფლებიანები არ არიან

2012 წლიდან იწყება საკონსტიტუციო სასამართლოს ეს პოზიცია, რომ არ შეიძლება განვასხვავოთ უცხოელი და ქართველი საკუთრების უფლებასთან მიმართებაში... მაშინ შეცდა საკონტიტუციო და ახლაც შეცდა, როდესაც ავტომატურად გაიზიარა ის ძველი გადაწყვეტილება (ანუ 2012 წლის გადაწყვეტილება) იმიტომ, რომ ეს მიდგომა - თანაბარუფლებიანები არიან უცხოელები და ქართველები საკუთრების უფლებასთან მიმართებაში - არ არის მართალი. მართალი არ არის საერთაშორისო სამართლითაც სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე. უამრავი მაგალითი არსებობს ახალი ზელანდიით დაწყებული, სადაც ახლა დარეგულირდა არათუ მიწის, არამედ ბინების გაყიდვა, დამთავრებული მეზობელი სერბეთით, სადაც შეზღუდვებია დაწესებული უცხოელების მიერ ზოგადად, უძრავი ქონების შეძენაზე. ანუ საკონსტიტუციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ჩვენი კონტექსტი, სამართლებრივი პრინციპები როგორ განვითარდა ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში და ავტომატურად დაეყრდნო თავის ძველ პრეცედენტს. ეს არ იყო სწორი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ინტერპრესნიუსთან საუბარში.

კომენტარები