რუსეთი

რუსეთში ონლაინ პუტინის შეურაცხყოფისთვის ახალი კანონით პირველი მოქალაქე დააკავეს

Newsweek

რუსეთში კანონით მაღალჩინოსანთა "აშკარა უპატივცემულობის" გამო პირველი რუსი დააკავეს.

22 აპრილს ნოვგოროდის რეგიონალური სასამართლოს განაჩენით, ადგილობრივი იური კარტიჟევი ინტერნეტში პუტინის შეურაცხყოფისთვის 30 000 რუბლით დააჯარიმეს.  

"31 მარტს კარტიჟევმა სოციალურ ქსელში გააზიარა ორი საჯარო პოსტი ტექსტით 'პუტინი ზღაპრული... პუტინი ზღაპრული...[მოსამართლე სიტყვას არ ამბობს]' " - აღნიშნა მოსამართლემ.

შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე, რუსეთის ფედერალურმა ცენზურამ ინტერნეტის მომხმარებლები გააფრთხილა, რომ ფრაზები "პუტინი ქურდია" და "გაერთიანებული რუსეთი თაღლითებისა და ქურდების პარტიაა" არაკანონიერად სცნეს.

კარტიჟევისთვის განაჩენის გამოტანის შემდეგ Twitter-ზე წამოიწყეს კამპანია #Путинсказочныйдолбоёб. ინტერნეტ მომხმარებლები ასევე მის პროფილის გვერდზე პუტინს სხვადასხვა მიზეზით ირონიულად მადლობას უხდიდნენ - ერთერთ პლაკატზე ვკითხულობთ: "მადლობა" პუტინს დავალებული ცხოვრებისთვის.

შეგახსენებთ, რომ 7 მარტს რუსეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც იმ პირებისათვის, ვინც მთავრობას და ოფიციალურ პირებს ონლაინ "შეურაცხყოფს", პატიმრობას ითვალისწინებს.

კანონის მიხედვით შეურაცხმყოფელი პოსტებისთვის, რომლებიც "საზოგადოების, ქვეყნის, რუსეთის, ოფიციალური სიმბოლოების, კონსტიტუციის და ხელისუფლებისადმი უპატივცემულობას" შეიცავს, პირს შესაძლოა 100 000 რუბლამდე ჯარიმა დაეკისროს, განმეორების შემთხვევაში კი ორმაგი ჯარიმა ან 15 დღიანი პატიმრობა მიესაჯოს.

ასევე რამდენიმე დღის წინ რუსეთის სახელმწიფო დუმამ რუსული ინტერნეტის იზოლაციის შესახებ კანონი მესამე მოსმენით მიიღო, რაც რუსეთის ინტერნეტის საერთაშორისო ინტერნეტიდან "გამოთიშვას" გულისხმობს.

პარლამენტმა კიდევ ერთი კანონპროექტიც დაამტკიცა, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას მისცემს დაბოლკოს ვებგვერდები, რომლებიც "შეურაცხმყოფელ მასალას" ან "ცრუ ინფორმაციას" ავრცელებს.

კომენტარები