შრი ლანკა

შრი ლანკაში ტერორისტული თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 359-მდე გაიზარდა

კვირას შრი ლანკაში ეკლესიებსა და სასტუმროებზე მომხდარი ტერორისტული თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 359-მდე გაიზარდა. დაშავებულია კიდევ 500-ზე მეტი ადამიანი.

პოლიციამ თავდასხმასთან კავშირის ბრალდებით 60 ადამიანი დააკავა.

მათ 9 თავდამსხმელიდან რვის ვინაობა დაადგინეს. ყველა მათგანი შრი ლანკელია. მათ შორის ერთი ქალია. პოლიციის ინფორმაციით ისინი საშუალო კლასის წარმომადგენლები იყვნენ და ყველას ჰქონდა განათლება მიღებული.

შრი ლანკის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით ერთ-ერთი თავდამსხმელი დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიაში სწავლობდა. პრემიერმინისტრის თქმით აფეთქებებთან კავშირის ე.წ. ისლამურ სახლემწიფოს აქვს და მათ თავდამსხმელებზე გავლენა მოახდინეს.

თავდასხმებზე პასუხისმგებლობა სწორედ ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო, თუმცა ამის მტკიცებულება არ წარმოუდგენია. გამოძეიბა ადგილობრივ დაჯგუფებებსა და ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს შორის კავშირს იკვლევს.

შრი ლანკის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაცით აღდგომის დღესასწაულზე ეკლესიებსა და სასტუმროებზე მომხდარი თავდასხმა ახალ ზელანდიაში, ქრაისთჩარჩის მეჩეთებში მომხდარი სროლის საპასუხოდ განახორციელეს.

მისი თქმით თავდასხმებში ორი ადგილობრივი ისლამისტური დაჯგუფება მონაწილეობდა.

პრემიერმინისტრ რანილ ვიკრემესინგის ინფორმაციით, აფეთქებამდე მთავრობას ჰქონდა ინფორმაცია ნაკლებად ცნობილი ისლამისტური დაჯგუფების შესაძლო თავდასხმაზე. გავრცელებული ინფორმაციით, 11 აპრილს ინდოეთის სადაზვერვო სააგენტომ ქვეყნის წამყვანი პირები რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება ეროვნული თოვეთ ჯამაათის მხრიდან შესძლო თავდასხმაზე გააფრთხილა.

მარტში ახალ ზელანდიაში, ქრიასთჩარჩში ორ მეჩეთზე თავდასხმას 50 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა კიდევ 50 ადამიანი.

თავდასხმასთან დაკავშირებით ამჟამად დაკავებულია ერთი ადამიანი. 28 წლის ბრენტონ ჰარის ტარანტი. მან თავდასხმამდე პრემიერმინისტრს 87 გვერდიანი მანიფესტი გაუგზავნა, რომელიც ანტი-საიმიგრაციო და მუსლიმების სიძულვილის შემცველ მესიჯებს შეიცავს.

კომენტარები