Game of thrones

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს უფროსის ყოფილი მოადგილე GOT-ში მონაწილეობს

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს უფროსის ყოფილი მოადგილე, დევიდ კოენი "სამეფო კარის თამაშების" ფინალური სეზონის მეორე სერიაში მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების Twitter-ის გვერდი ავრცელებს. 

კოენმა ვინტერფელში, მასობრივ სცენაში მიიღო მონაწილეობა. ის არაფერს ამბობს, რიგში დგას და სერ დავოსი მას წვნიანით სავსე თეფშს აწვდის. 

"ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოში მუშაობის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მსოფლიოში მოგზაურობაა. თუმცა ეს ზოგჯერ სხვა სფეროზეც ვრცელდება. 

"პატარა ჩიტებო" დააკვირდით მერვე სეზონის ახალ ეპიზოდს, რომელშიც უწყების უფროსის ყოფილი მოადგილე ვესტეროსშია", – წერია სადაზვერვოს ოფიციალურ გვერდზე.

კომენტარები