საბანკო რეგულაციები

მაჭავარიანი: საბანკო რეგულაციების მიზანი გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაა

საბანკო რეგულაციების მთავარი მიზანია, ქვეყანაში გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა. შრომისუნარიანი მოსახლეობის ერთ მესამედზე მეტი, იყო შავ სიაში. ე.წ. ონლაინ სესხები გაიცემოდა, ძირითადად, სამომხმარებლო დანიშნულებით და საპროცენტო განაკვეთები ხშირად ათას პროცენტს აღწევდა. ეს არ არის მარტო სოციალური საკითხი. ეს არის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემა. როგორ წარმოგიდგენიათ გრძელვადიანი ეკონომიკის ზრდა, როდესაც სამუშაო ძალის უდიდესი ნაწილი განწირულია არაფორმალურ სექტორში მუშაობისთვის. დარწმუნებული ვარ, შემოღებული რეგულაციები, ამ მიმართულებით სურათს შეცვლის. ჩვენ ვაკვირდებით არსებულ დინამიკას და მინდა გითხრათ პოზიტიური ტენდენციებია. კიდევ ერთხელ, მინდა ხაზი გავუსვა, რომ არსებული რეგულაციები ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღებისთვის და ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისთვის.

ფინანასთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საბანკო რეგულაციების გამკაცრების შესახებ

კომენტარები