საპენსიო რეფორმა

ბაქრაძე საპენსიო რეფორმაზე: ვინახავთ მორიგ ბიუროკრატიას, რომელიც ჩვენ ხარჯზე არსებობს

რა მოგვიტანა დღეს საპენსიო რეფორმამ? პირველი, ადამიანებს ყოველთვიურად იძულებით ართმევენ ფულს, უმცირებენ ხელფასს და ეს ფული მიდის კომერციულ ბანკებში. ანუ, იმისთვის რომ ჩვენი საკუთარი ფული კომერციულ ბანკში დაგვადებინონ ძალით, სახელმწიფო იძულებით გვახდევინებს კიდევ ფულს. არ არსებობს არანაირი გეგმა, არ არსებობს საინვესტიციო საბჭო, არსებობს უბრალოდ საპენსიო სააგენტო. ვინახავთ მორიგ ბიუროკრატიას, რომელიც ჩვენ ხარჯზე არსებობს, აქვს ძალიან მაღალი ხელფასები და დაკავებულია ახალი მავნებლური რეგულაციების მოგონებით, მაგალითად ისეთით, რომ თურმე ჩაერევა შრომით დავებში და დაააჯარიმებს კომპანიებს მათი თანამშრომლების ხელფასების ზრდის ან შემცირების მიხედვით.

ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე საპენსიო რეფორმისა და ფონდის შესახებ.

კომენტარები