ჭიაკოკონობა

გარემოს დაცვა: ჭიაკოკონობაზე საბურავების დაწვისთვის 200-დან 500 ლარამდე დაჯარიმდებით

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო "ჭიაკოკონობასთან" დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს.

უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენის (მათ შორის, საბურავების, პლასტიკის მასალის, ფოთლების) ღია წესით დაწვა აკრძალულია.

"აღნიშნული ნარჩენების დაწვისას, გამოიყოფა გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური, კანცეროგენული ნივთიერებები და აირები. საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ტრადიციულ რიტუალში.

არსებული მონაცემებით, 1 ტონა რეზინის საბურავის ღია წესით დაწვისას ატმოსფეროში გამოიყოფა 270 კგ ჭვარტლი და 450 კგ სხვადასხვა ტოქსიკური აირი",- წერია განცხადებაში. 

გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თქმით, ყველა დამრღვევის მიმართ კანონმდებლობით დადგენილ ზომებს გაატარებენ, რაც 200-დან 500 ლარამდე დაჯარიმებას გულისხმობს.

კომენტარები