ვითარება პანკისში

გირჩი: სოლიდარობა ხეობის მოსახლეობას, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ვითარების დეესკალაცია

"ის რაც პანკისის ხეობაში ხდება არის შედეგი ხელისუფლების გაუაზრებელი და უსამართლო ნაბიჯების." - პოლიტიკური პარტია გირჩი პანკისში მიმიდნარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პარტია სოლიდარობას უცხადებს ხეობის მოსახლეობას და თვლის, რომ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს შექმნილი ძალიან საშიში ვითარების დეესკალაცია.

"ამისათვის:

1. პანკისის ხეობაში სასწრაფოდ უნდა ჩავიდეს პრემიერი

2. ხეობის მოსახლეობას ხელისუფლებამ უნდა მოუხადოს ბოდიში

3. ხეობიდან დაუყოვნებლივ უნდა გამოვიდეს ყველა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი

4. სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს ყველა დაკავებული

5. სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს ვახა მაჩალიკაშვილი

6. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები

7. ხელისუფლებამ გასაგებად და ცალსახად უნდა განაცხადოს რომ ჰესი აშენდება მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის ნებართვით," - წერია გირჩის განცხადებაში. 

პანკისის ხეობაში მოსახლეობა ჰესების მშენებლობას აპროტესტებს. ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი. სპეცდანიშნულების რაზმსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება. პოლიციამ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მოსახლეობამ მათ ქვები დაუშინა. ადგილობრივებმა დაწვეს ტრაქტორი, რომელიც ჰესის მშენებლობის ადგილზე მუშაობდა. 

კომენტარები