ვითარება პანკისში

შსს: დაემორჩილეთ პოლიციის მოთხოვნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიმოქმედებთ სრული სიმკაცრით

"შსს მოუწოდებს ყველას, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს, რომელიც კანონის ფარგლებში მოქმედებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს სრული სიმკაცრით, საჭიროების შემთხვევაში გამოყენებული იქნება სპეციალური საშუალებები," - ამის შესახებ დღეს პანკისში მიმდიანრე მოვლენებთან დაკავშირებით შსს-ში გამართულ ბრიდინგზე ისაუბრეს. 

"როგორც მოგეხსენებათ, პანკისის ხეობაში დღეს განახლდა 5 მეგავატიანი მცირე ჰესის მშენებლობა. უსაფრთხოების და მართლწესრიგის დასაცავად ადგილზე, ეკონომიკის სამინისტროს მომართვის საფუძველზე, დილიდან მობილიზებულია პოლიციის შესაბამისი ძალები. ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეულმა ჯგუფმა პოლიციას გაუწია წინააღმდეგობა, კერძოდ, დაუშინეს ჯოხები და ქვები, დაზიანებულია პოლიციის ტექნიკა, ჯანმრთელობის დაზინება მიიღეს პოლიციის თანამშრომლბემა და პროტესტის მონაწილეებმა. მოლაპარაკების პარალელურად, პოლიციის ძალების გადაადგილებისას ხელკეტებით და ქვებით შეიარაღებულმა პირებმა პოლიციას კვლავ გაუწიეს წინააღმდეგობა. პოლიცია იძულებული გახდა სიტუაციის გამწვავების თავიდან არიდების მიზნით, კანონით დასაშვები სპეციალური საშუალებები," - ამბობენ შსს-ში.

შსს-ს ინფორმაციითვე სულ 27 ადამიანი დაშავდა, აქედან 12 ადგილობრივი, 15 კი შსს-ს თანამშრომელი, მათგან 8 კლინიკაშია გადაყვანილი. 

"შსს მუშაობის ატიურ რეჟიმზეა გადასული და საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია განვიტარებული მოვლენების შესახებ," - ამბობს უწყებაში. 

პანკისის ხეობაში მოსახლეობა ჰესების მშენებლობას აპროტესტებს. ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი. სპეცდანიშნულების რაზმსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება. პოლიციამ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მოსახლეობამ მათ ქვები დაუშინა. ადგილობრივებმა დაწვეს ტრაქტორი, რომელიც ჰესის მშენებლობის ადგილზე მუშაობდა. 

კომენტარები