Game of thrones

"დრაკონების ნამდვილი დედა" - გაიცანით GAME OF THRONES-ის პროდიუსერი ბერნი კოლფილდი

ბერნი კოლფილდი
The New York Times

Game of Thrones-ის მაყურებლების უმეტესობას სერიალის შემქმნელებად, სავარაუდოდ მხოლოდ დევიდ ბენიოფი და დ.ბ უაისი გაუგიათ, თუმცა ცოტას თუ გაუგია სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერის ბერნი კოლფილდის შესახებ.

ბერნი კოლფილდი Game of Thrones-ში მეორე სეზონში მივიდა და მას მერე ყოველი სერიის გადაღების პროცესში აქტიურად არის ჩართული.

"ბერნი კოლფილდი სერიალის გულის ცემაა", - ამბობს ემილია კლარკი.

"ის არის ქალი, როგორიც მინდა რომ მე ვიყო", - ამბობს სოფი ტერნერი.

"დრაკონების ნამდვილი დედა", - ამბობს ლინა ჰიდი.

ასე აფასებენ ბერნი კოლფილდის როლს სერიალის მსახიობები, ზუსტად ასევე ფიქრობენ დევიდ ბენიოფი და დ.ბ უაისიც.

დ.ბ უაისი, ბერნი კოლფილდი, დევიდ ბენიოფი.
ფოტო: The New York Times

Game of Thrones-ის მერვე სეზონის პრემიერი შემდეგ ბენიოფი და უაისი სიტყვით გამოვიდნენ, სადაც ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადეს, ვისაც სერიალის შექმნაში მიუღია მონაწილეობა.

"ჩვენ ამდენი მხოლოდ ბერნი კოლფილდის გამო გავაკეთეთ, ის ამჟამად საუკეთესო პროდიუსერია. ის არის საუკეთესო რამ, რაც ამ სერიალს დამართნია", - თქვეს ბენიოფმა და უაისმა.

ბერნი კოლფილდის მთავარი საქმე სერიალში ფურცლებზე დაწერილი სცენარის ეკრანზე გადატანაა, რასაც ის საუკეთესოდ ასრულებს - ამაზე მიუთითებს Game of Thrones-ის შემოსავლები, რეკორდულად მაღალი ყურებადობა და სერიალის გუნდის წევრების შეფასებები.

"ჩემი საქმე, ფურცლებზე ნებისმიერი ნაწერის ეკრანზე გადატანაა. ხანდახან ჩემი ქმარი მეუბნება - "შენ შენი მსახიობები ჩემზე მეტად გიყვარს", გადაღების მომენტებში ეს ასეა, რადგან ეს ასე უნდა იყოს", - ამბობს ბერნი კოლფილდი New York Times-თან.

ბერნი კოლფილდი
ფოტო: The New York Times

მესამე სეზონში, სადაც ბრიენას (გვენდოლინ კრისტი) ცნობილი სცენა აქვს დათვთან ერთად, ვერავინ წარმოიდგენდა რომ ბერნი კოლფილდი გადასაღებ მოედანზე ნამდვილ დათვს მიიყვანდა.

New York Times-თან გვენდოლინმა ამაზე თქვა, რომ მას არ სჯეროდა თუ თამაში ნამდვილ დათვთან მოუწევდა, რაზეც მას კოლფილდმა სიცილით უპასუხა, რომ "უბრალოდ სხვა გზა არ ჰქონდა".

"ის ქმნის სეზონიდან სეზონამდე ისეთ პროდუქციას, რომელიც არც ეფექტურობას და არც გულს კარგავს. არსებობს Game of Thrones-ის ბევრი ვერსია, რომელიც აუცილებლად ჩავარდებოდა იმ გრაფიკით მუშაობისას, როგორც ჩვენ ვმუშაობთ. ჩავარდებოდა ყველა ვერსია, გარდა ბერნის ვერსიისა", - თქვეს ბენიოფმა და უაისმა.

კომენტარები