ვენეციის კომისიის დასკვნა

სამადაშვილი: ვენეციის კომისიამ დღეს ორიანი დაუწერა საქართველოს ხელისუფლებას

ვენეციის კომისიამ დღეს ფაქტიურად ორიანი დაუწერა საქართველოს ხელისუფლებას და უთხრა პირდაპირ, რომ დღევანდელი მმართველი გუნდი ცდილობს გააკონტროლოს სასამართლო ხელისუფლება ქვყენაში. ეს არის ამ დასკვნის რეალური გზავნილი. მთავარი რეკომენდაცია ვენეციის კომისიის არის ის, რომ დღევანდელმა პარლამენტმა არ უნდა დანიშნოს ყველა მოსამართლე ყველა ვაკანსიაზე, რომელიც დღეს არსებობს უზენაეს სასამართლოში. ეს არის პირდაპირ განაცხადი ვენეციის კომისიის, რომ მათთვის ნათელია, რომ დღევანდელი პარლამენტის პირობებში დამოუკიდებელ მოსმაართლეებს უზენაეს სასამართლოში უმრავლესობა არ დანიშნავს.

ენმ-ის წევრი სალომე სამადაშვილი ვენეციის კომისიის დასკვნის შესახებ. ვენეციის კომისიამ უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმების შესახებ კრიტიკულად შეაფასა.

კომენტარები