ეკა ბესელია

ბესელია: სად ხდება, რომ ევროსაბჭოს დელეგაციის წევრებს უთხრა, შენი ხარჯით იარე ასამბლეაზეო

ძალიან უხერხულია, როცა ვსაუბრობთ საიუბილეო თარიღებზე, ვლაპარაკობთ საქართველოს როლზე ევროსაბჭოს წევრი ქვეყნის სტატუსით, ვაკეთებთ ძალიან მნიშვნელოვან საჯარო განცხადებებს და მერე საკუთარ კოლეგებს, დელეგაციის წევრებს ისე ვექცევით, როგორც მოვექეცით წინა კვირას. ქალბატონო თამარ, თქვენგანაც მინდა ამაზე პასუხი, რომელი დემოკრატიის ქვეყანაში ხდება, რომ ევროსაბჭოს დელეგაციის წევრებს უთხრა, რომ შენი ხარჯით იარე ასამბლეაზე და მერე თავი მოიწონო განსხვავებული აზრის შემწყნარებლობით. ეს ერთმანეთთან თავსებადი როგორ არის. 

თქვა პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები