მთავარი მიღწევები ჩვენი ხელისუფლების და "ქართული ოცნების" არის ის, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ მოიტანა ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა და რაც მთავარია, თავისუფლება. ეს ყველაფერი არის ძალიან მყარი საფუძველი იმისა, რომ ქვეყანამ დაიწყოს სწრაფი განვითარება. მე შეგახსენებთ, რომ როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში იყო აბსოლუტურად განსხვავებული ატმოსფერო. თავისუფლების კუთხით, მშვიდობის, სტაბილურობის კუთხით. "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს მე პრაქტიკულად არ მახსენდება და გამახსენეთ თუ შეიძლება წელიწადი, ერთი წელი სიმშვიდის. ეს არ იყო. გამახსენეთ, თუ ვინმეს ჰქონდა აღქმა თავისუფლების? ეს იყო შიშის და ტერორის წლები. ეს იყო ძალიან მძიმე გარემო. ეს ყველაფერი ჩვენ შევცვალეთ მოსვლის დღიდან. ამ ყველაფრის შესაცვლელად მთავარია პოლიტიკური ნება რომელიც ჩვენი პარტიის ლიდერს ქონდა პირველივე დღიდან და ეს ნება არ შეცვლილა. მას შემდეგ ჩვენ პრაქტიკულად ყველა უწყების შეცვლა, გაუმჯობესება, ტრანსფორმაცია მოვახდინეთ, მათ შორის, სასამართლოსი. მე მთავარი პრობლემა მგონია უმუშევრობა, სიღარიბე, ოკუპირებული ტერიტორიები, ეს არის რადიკალური პოლიტიკური გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ და გვიწევს მოღვაწეობა და, რა თქმა უნდა, ეს რადიკალური, დესტრუქციული ოპოზიცია. მოგეხსენებათ ნათქვამია, რომ ჭკვიანური და მუდმივი პროპაგანდის საშუალებით ადამიანს შეიძლება მოაჩვენო ჯოჯოხეთი სამოთხედ და პირიქით, სამოთხე ჯოჯოხეთად. აი სასამართლოში რაც ხდებოდა ეს იყო ნამდვილი ჯოჯოხეთი 2012 წლამდე. ჩემთვის მთავარია როგორი განცდა აქვს მოქალაქეს როდესაც მიდის სასამართლოში, გრძნობს თუ არა თავს დაცულად, ვინმე ხომ არ ჩაგრავს, ამ შემთხვევაში სახელმწიფო და იქიდან რა გადაწყვეტილებით გამოდის. ეს არის მთავარი და არა ის, თუ რომელი მოსამართლე, თუნდაც წინა ხელისუფლების მხრიდან გადმოყვა ჩვენს ხელისუფლებას და ემსახურება სახელმწიფოს. სასამართლოში დღეს ჩვენს ხელისუფლებას გვაქვს აბსოლუტურად დალაგებული სიტუაცია და ვითარება.
ირაკლი ღარიბაშვილი
ღარიბაშვილი: სასამართლოში დღეს ჩვენს ხელისუფლებას გვაქვს აბსოლუტურად დალაგებული სიტუაცია
tbl.ge/3mcp
დაკოპირდა

თქვა პარტია "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.
ამავე თემაზე
- ომბუდსმენის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ღარიბაშვილს ციხე არ დაუტოვებია – პენიტენციური
- ღარიბაშვილს ოჯახის წევრის დაბადების დღეზე ციხე არ დაუტოვებია - პენიტენციური
- "აღიარონ, რომ სიუჟეტი იყო ცილისმწამებლური" – ღარიბაშვილის ოჯახი TV პირველს უჩივის
- ღარიბაშვილის მამის "მრავალმილიონიანი ბიზნესსაქმიანობა"
- ღარიბაშვილი: მამაჩემი შეიძლება პენსიონერია, მაგრამ აქვს მრავალმილიონიანი ბიზნესსაქმიანობა




