საფრანგეთი

მარსელში ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის "წარმომადგენელი" სუტენიორობის ბრალდებით დააკავეს

AFP

გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის ქალაქ მარსელში ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის თვითაღიარებული მთავრობის "წარმომადგენლობის" ხელმძღვანელი, იუბერ ფაიარი საფრანგეთის პოლიციამ სუტენიორობის ბრალდებით დააკავა.

ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის "წარმომადგენლობა" მარსელში 2017 წელს გახსნეს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ "წარმომადგენლობა" დარეგისტრირებულია როგორც ასოციაცია და დიპლომატიური სტატუსი არ აქვს, შესაბამისად ფაიარი დიპლომატიური იმუნიტეტით არ სარგებლობს.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს "წარმომადგენლობა" არალეგალურად მიაჩნია და სასამართლო მისი დახურვის საკითხსაც განიხილავდა, თუმცა რუსული მედიის მიხედვით ფაიარი საფრანგეთში კიდევ ერთი წარმომადგენლობის გასხნას აპირებდა.

ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის თვითგამოცხადებულმა მთავრობამ განაცხადა, რომ ჩეხეთშიც გახსნიდნენ, რაც მალევე ჩეხეთმა კატეგორიულად უარყო.

მიმდინარე კვირას კი სეპარატისტმა ლიდერმა დენის პუშილინმა თქვა, რომ დონბასი რუსეთის ნაწილი უნდა გახდეს.

შეგახსენებთ, რომ კონფლიქტი დონბასის რეგიონში უკვე მეექვსე წელია მიმდინარეობს. 2014 წელს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის შემდეგ, რუსეთის მხარდაჭერილმაპრორუსმა სეპარატისტებმა აღმოსავლეთ უკრაინაში დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიები დაიკავეს. 2014 წლის აპრილიდან დღემდე კონფლიქტს დაახლოებით 13 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 30 000 დაშავდა. რუსეთი სამხედრო ძალითა და იარაღით ეხმარება დონბასის სეპარატისტებს.

კომენტარები