უპირველეს ყოვლისა, ეს არის მაგალითი თავდადებისა. 9 აპრილი იყო მზადება თავისუფლებისათვის. ძალიან ძნელია იმ ღამის გახსენება, რაც მოხდა რუსთაველის გამზირზე. ჩემთან შუაღამისას მოვიდნენ გორგოძე და ღუდუშაური, მერაბი და მითხრეს, რომ საშიშროება ელოდებოდა საქართველოს. მთხოვეს, წავსულიყავი, მიმემართა ხალხისათვის. ძალიან მიჭირდა. მე ვგრძნობდი, რომ ხალხი არ დამიჯერებდა. მე მოვუწოდე, შესულიყვნენ ქაშვეთში. წინასწარ ვგრძნობდი, რომ უარს მეტყოდნენ, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ჩემი ხალხის გვერდით ვმდგარიყავი. როცა მივმართე, რომ საშიშროება რეალურია, ხალხი გაჩუმდა, სიმშვიდე ჩამოვარდა, მერე დაიყვირეს – არა. ეს იყო მზადყოფნა, ხალხი გრძნობდა, რომ სიკვდილის წინ იმყოფებოდა და წამოვიდა ტანკები. ახალგაზრდები შემომეხვივნენ, მე გულიც მომივიდა, რატომ დამიდგნენ წინ. ისინი დადგნენ იმისთვის, რომ დაცვა ყოფილიყო, სროლა თუ იქნებოდა, არ მომხვედროდა.
tbl.ge/3lvt
დაკოპირდა

თქვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ტელეკომპანია იმედთან ინტერვიუში. ილია მეორემ 1989 წლის 9 აპრილის ღამეს, დარბევის დაწყებამდე საბჭოთა უშიშროების სამსახურის თხოვნით აქციის მონაწილეებთან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მივიდა. მან მოშიმშილეებს და აქციის ლიდერებს დაშლა სთხოვა, თუმცა, აქციის მონაწილეები ადგილზე დარჩნენ.
ამავე თემაზე
- კალაძე: უცხოური ძალა იყო საბჭოთა არმია, აბა ვინ იყო
- ოცნების მიერ რეალობის გამრუდების მცდელობა შემაშფოთებელია – გახარია საქართველოსთვის
- უცხო ძალები მოქმედებენ იგივე მეთოდებით, როგორც მოქმედებდა საბჭოთა "კაგებე" – კობახიძე
- პაპუაშვილი: როდიონოვის ჯარისკაცები უცხო დროშების მოფრიალე ადამიანებმა ჩაანაცვლეს
- ზურაბიშვილი: 9 აპრილი სასტიკი დარბევის დღეა, რუსები იყვნენ ის ჯარისკაცები, არა "უცხო ძალა"




