რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 23 მაისს განაცხადა, რომ რუსეთის დასუსტების მიზნით დასავლეთი კრემლისგან სომხეთის "დაშორებას ცდილობს, როგორც ეს საქართველოსა და მოლდოვაში გააკეთეს."
"დღესდღეობით ბევრი საუბარია იმის შესახებ, თუ როგორ გვესაჭიროება ამა თუ იმ ადგილას პოზიციების შენარჩუნება, ერთ კონტინენტზე, მეორეზე, ერთი ან მეორე ოკეანის გადაღმა, რადგან დასავლეთი ცდილობს, რომ ჩვენი მოკავშირეები დაგვაშოროს – ჩვენი სამეზობლოდან დაწყებული, როგორც ეს საქართველოსა და მოლდოვაში ქნეს, როგორც ამას ახლა უკრაინაში აკეთებენ და ახლა როგორც ცდილობენ, რომ სომხეთი ანალოგიურ მცდარ ლოგიკაში ჩაითრიონ." – განაცხადა ლავროვმა საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის საბჭოს ასამბლეაზე.
მისი თქმით, მსგავსი ქმედებების მიზანია, რომ "უფრო გართულდეს და რაც შეიძლება მტკივნეული იყოს რუსეთის, როგორც ნამდვილი ზესახელმწიფოსა და ცივილიზაციის, შენარჩუნებისა და გაძლიერების ამოცანა."




