კრიმინალი

სასამართლომ გამოძალვასა და ქურდული სამყაროს წევრობისთვის 3 პირს 5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯა

ShutterStock

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქურდული სამყაროს წევრობისთვის და ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების გამოძალვაში ბრალდებული სამი პირი დამნაშავედ ცნო და სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრობა), 181-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით (ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვა) სასჯელის ზომად 5-5 წლით თავისუფლება აღკვეთა მიუსაჯა.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბ.ქ., რ.კ. და გ.შ. არიან "ქურდული სამყაროს" წევრები, რომლებიც დაშინებით, მუქარით, იძულებით, ასევე “ქურდული გარჩევით“, დანაშაულის ჩადენით, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებით, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით და სხვა უკანონო ქმედებით, მათთვის და სხვისთვის სარგებლის და უპირატესობის მიღების, ძალაუფლების და გავლენის მოპოვება-მინიჭების მიზნით, ქ. ბათუმში აქტიურად მონაწილეობდნენ ქურდული სამყაროს საქმიანობაში. აღნიშნულმა პირებმა 2018 წლის 29 იანვარს ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის , ქ. ბათუმში, კ.კ.-ს 20000 ლარი მოსთხოვეს." - აცხადებს პროკურატურა.

სამართალდამცველებმა ბ.ქ., რ.კ. და გ.შ. 2018 წლის 17 ივლისს ბათუმში დააკავეს.

კომენტარები