საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

TI-ის კვლევა: მოსახლეობის 45% 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების მომხრეა

ცესკო

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრი იკვლია. 

ორგანიზაცია აცხადებს, რომ საქართველო მოსახლეობის დიდი ნაწილი მომდევნო საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას ემხრობა.

TI მიუთითებს, რომ "საქართველოს ახალი კონსტიტუციის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კლავ შერეული (პროპორციულ-მაჟორიტარული) სისტემით ჩატარდება, 2024 წლიდან კი პარლამენტი მხოლოდ პროპორციული წესით იქნება არჩეული. თითქმის ყველა პარტია, გარდა სახელისუფლებო „ქართული ოცნებისა”, სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას 2020 წლიდან ითხოვს.ამ აზრს იზიარებს არჩევნებზე მომუშავე ყველა სოლიდური საზოგადოებრივი ორგანიზაცია და დამოუკიდებელი ექსპერტი.

ასეთივე პოზიცია აქვს მოსახლეობის 45%-ს და როგორც საზოგადოებრივის აზრის კვლევა აჩვენებს, პროპორციული სისტემის 2020 წლიდან ამოქმედებას ემხრობა. 29% ამ საკითხის მიმართ გაუთვითცნობიერებულია და მხოლოდ 22%-ია წინააღმდეგი.



ფოტო: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

კვლევა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს"  დაკვეთით 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” (CRRC) მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა. გამოიკითხა 2087 ადამიანი; ცდომილების ზღვარი +- 2.3% პუნქტის ფარგლებშია.  

კომენტარები