არჩევნები 2019

დიმიტრი ხუნდაძემ ვერ გაიხსენა, ვინ არის ზუგდიდში ქართული ოცნების მერობის კანდიდატი

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ვერ გაიხსენა, ვინ არის ზუგდიდში ქართული ოცნების მერობის კანდიდატი. კითხვა - ვინ არის თქვენი კანდიდატი, იცით? - TV პირველის გადაცემა პოლიტმეტრის წამყვანმა ნინო ჟიჟილაშვილმა დაუსვა.

"მე პირადად არ ვიცნობ, სიმართლე გითხრათ" - თქვა ხუნდაძემ.

გადაცემის წამყვანმა სახელი და გვარი ჰკითხა, რაზეც დეპუტატმა უპასუხა, რომ "არ მასოვს, სიმართლე გითხრათ, ამას არ აქვს ახლა არსებითი მნიშვნელობა, მთავარია, რომ ადგილზე იცნობდნენ".

კითხვაზე, "ისეთი კანიდატი გყავთ, რომ მისი სახელი და გვარი არც იცით, ვისი ბრალი იქნება თუ იქ არ გექნებათ რეიტინგი", ქართული ოცნების დეპუტატი ამბობს, რომ ეს არ არის მთავარი.

"არ გამახსენდა სახელი და გვარი, რა მერე? მთავარია, საზოგადოება იცნობდეს იქ, მე არ უნდა მივცე ზუგდიდში ხმა, მე არ ვარ მისი ამომრჩეველი" - თქვა ხუნდაძემ.

მერის შუალედური არჩევნები ზუგდიდსა და კიდევ ოთხ ქალაქში 19 მაისს ჩატარდება. ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი სანდრა რულოვსია, ხოლო მმართველი გუნდის - გიორგი შენგელია.

კომენტარები