დანაშაულის სტატისტიკა

გიორგი გახარია არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდება - თემა 2018 წლის დანაშაულის სტატისტიკაა

გიორგი გახარია
შსს

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს. 

უწყების ცნობით, საუბრის თემა 2018 წელის დანაშაულის სტატისტიკა იქნება. შეხვედრა 10 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. მინისტრსა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკით, 2018 წლის 11 თვეში რეგისტრირებული დანაშაული 58%-ით გაიზარდა. რაც შეეხება გახსნის მაჩვენებელს, 2017 წელთან შედარებით, 20%-ით არის შემცირებული.

2018 წლის იანვარ-ნოემბერში სამართალდამცავმა ორგანოებმა საქართველოში 53 637 დანაშაული აღრიცხეს. აქედან 18 467 (34%) გახსნეს. წინა წლის ამავე პერიოდში კი, ქვეყანაში 33 931 დანაშაული დარეგისტრირდა. გახსნილია - 18371 (54%).

2018 წლის პირველ 11 თვეში, საგრძნობლად გაიზარდა თითქმის ყველა ტიპის დანაშაული. მათ შორის 123.68%-ით - დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ, 100.29%-ით - დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ, 253.63%-ით - დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების წინააღმდეგ, 61.76%-ით - დანაშაული ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ,81.75%-ით - დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ, ხოლო 26.47%-ით - დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ.

კომენტარები