ეკონომიკა ქართული ოცნების ძლიერი მხარე ვერანაირად ვერ არის. პოზიტიურად იმას თუ ჩავთვლით, რომ მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ისე ძალიან არ გაუარესებულა, რომ უკან წავსულიყავით ეს არის და ამის გამო "ფითჩის" რეიტინგში წინ წავედით. მაგრამ, ზოგადად გვაქვს სერიოზული პრობლემა. ეკონომიკური ზრდა გვაქვს 4%, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალო ევროპული ქვეყანა რომ გავხდეთ რამდენიმე ათწლეული დაგვჭირდება. ანუ ჩვენი შვილთაშვილები ვერ მოესწრებიან. ეს როგორ შეიძლება კარგი ტენდენცია იყოს?! ამ დროს გვყავს ეკონომიკის მინისტრი, რომელიც ამბობს, რომ არც გვინდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდაო, რაც არის იმით უნდა დავკმაყოფილდეთო. ინვესტიციებზე იყო საუბარი და მე მგონი ასეთი დაბალი მაჩვენებელი უკანასკნელი წლების განმავლობაში არ გვქონია. ეკონომიკის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ზოგადად სისტემას მართავს ერთი ადამიანი, რომელსაც მხოლოდ თავისი უსაფრთხოება აინტერესებს. აინტერესებს რომ რევოლუცია არ მოხდეს და რუსები არ შემოვარდნენ ტანკებით, მაგრამ ამის იქით, არც ინტერესი და არც ხედვა არ აქვს, ეს ქვეყანა საით უნდა წავიდეს.
ზურა ჯაფარიძე
ჯაფარიძე: ქვეყანას მართავს კაცი, რომელსაც თავისი უსაფრთხოების გარდა, სხვა ინტერესი არ აქვს
tbl.ge/3l9x
დაკოპირდა
გირჩის ლიდერი ზურა ჯაფარიძე ტვ.პირველის გადაცემაში "ხალხის პოლიტიკა"
ამავე თემაზე
- ჯაფარიძე: ჩემს ტელეგრამზე 379 ადამიანი დარეგისტრირდა, ვინც დაუმორჩილებლობისთვის მზადაა
- ჯაფარიძე: 140 მილიონს ვხარჯავთ სპორტზე, ვზრდით მთავრობის ერთგულ დამრტყმელ ძალას
- ჯაფარიძე მერობის კანდიდატობაზე: ვაპირებ ვიყო, თუ ერთიანი კანდიდატი ვიქნები, უკეთესია
- ჯაფარიძე: ვუსამძიმრებ პირველკლასელების უმრავლესობას მრავალწლიან ციხეში მოხვედრას
- ზურა ჯაფარიძეს სასამართლომ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა