ზურა ჯაფარიძე

ჯაფარიძე: როგორც თბილისი არ გახდება აშხაბადი, ისე ეს ქვეყანა ვერ გარუსდება

ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ეს გზა, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება ეს გზა ისეთი რთული, რაც ამ ქვეყანამ და ამ ხალხმა, ვინც აქ ვცხოვრობთ, გამოვიარეთ ერთი საუკუნის წინ რუსების ხელში.

გასაგებია, რომ რთულია, მაგრამ ვინ ფიქრობდა, რომ მარტივი იქნებოდა? ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ მოვიგებთ. როგორც თბილისი არ გახდება აშხაბადი, ისე ეს ქვეყანა ვერ გარუსდება, არ გარუსდება, გამორიცხულია. 

ამ ხალხს, რომლებიც სასახლეებში ცხოვრობენ, ერთი, რომ წარმოდგენა არ აქვს, ამ ქვეყანაში რა ხალხი ცხოვრობს, არ იცნობენ ადამიანებს, მეორე, უწიგნურები არიან, წიგნი არ არ წაუკითხავთ, რომ წიგნებიდან მაინც გაეგოთ, ეს ქვეყანა, რა ქვეყანაა. ამიტომ გამოდის კიჩი, რასაც აკეთებენ, თავის ჭკუით, მახინჯ დიქტატურას აშენებენ და შეუძლებელია, არ გამოვა. 

ამბობს კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ზურა ჯაფარიძე რუსთავის ციხის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან. 

კომენტარები